პოლიტიკური შეფასებები

06 დეკემბერი 2025, 20:32 84 ნახვა

პოლიტიკური შეფასებების თემაა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, სადაც „ფარას“ დოკუმენტზეა საუბარი. ინფორმაციის მიხედვით, „ფარა“ წერს, რომ 2025 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ ლობისტური საქმიანობისთვის დაქირავებული ჰყავდა კომპანია „ნელსონ მალინსი“, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან დღემდე საქართველოს შესახებ კამპანიას აწარმოებს, მისი მიზანი კი ჩვენი ქვეყნისა და მეგობარი აქტის შესახებ კონკრეტულ მედიასაშუალებებში კრიტიკული სტატიებისა და სიუჟეტების გამოქვეყნებაა. გავრცელებული ინფორმაცია არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვის მიზნით „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტურ კომპანიებს ქირაობს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ლობიზმი აშშ-ში მიღებული პრაქტიკაა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში