გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს. ისინი ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით სინჯებს აიღებენ. შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე განხორციელდება.
სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს.სამართალდარღვევის დადგენის შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება 8 ათასი ლარით.