შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პორტუგალიისა და ირანის მოქალქეები დააკავეს, რომლებსაც საქართველოში 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინი“ შემოჰქონდათ.
პორტუგალიის მოქალაქე ა.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ბრალდებული საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა. სამართალდამცველებმა კი მისი ბარგის ჩხრეკისას, „კოკაინი“ ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე შემთხვევაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჰეროინი ირანიდან შემოიტანეს.
ფოტო: არქივი