ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბრიუსელში, დღეს საზეიმო ვითარებაში მიენიჭება. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს დროით 22 საათზე გაიმართება. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და დროშა ბათუმის მერს პირადად ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი გადასცემს.
ACES Europe ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ევროპული ქალაქებისთვის სტატუსების განსაზღვრას ახდენს. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებამდე, ACES Europe პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც ქალაქში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სპორტსმენების მიღწევების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ევროპის სპორტის დედაქალაქის ტიტული ბუდაპეშტს მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები დაესწრებიან.