საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს უბნებზე დაწერილ საჩივრებს განიხილავს. ბათუმში სულ 10 საჩივარი დაიწერა, რომელთა ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით.
12 საჩივარი შევიდა ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მათგან 6 არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა 3 კი საიას წარმომადგენლებმა დაწერეს. 3 საჩივარი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებს ეკუთვნის. ისინი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთან ნაწილის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვენ.
6 საჩივარია შესული ქედის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 5 კი ხელვაჩაურის 83-ე ოლქი. 5 საჩივარია შესული ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაშიც. ერთადერთი სადაც აჭარაში 28 ნოემბერს საჩივარი არ დაწერილა-შუახევის ოლქია.
15:00 საათის საინფორმაციო გამოშვება