ერთი დღე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე

27 ნოემბერი 2018, 00:00 1904 ნახვა

 ბათუმის საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების გატანა ჯერ არ დასრულებულა. ოლქი საარჩევნო დოკუმენტაციას დილიდან გასცემს. პროცესი დღეს უნდა დასრულდეს. იურისტის განმარტებით,  არჩევნების დღეს, 7 საათზე ყველა უბანი მზად იქნება კენჭისყრის პროცედურისთვის.  მეორე ტურისთვის ბათუმში ამომრჩეველთა რიცხვი 553-ით გაიზრდა და 143 ათას 925 გახდა, რასაც ოლქის იურისტი ამ პერიოდში სრულწლოვან მოქალაქეთა რიცხვის ზრდას და ქალაქის ტერიტორიაზე რეგიტრირებულთა რაოდენობის მატებას უკავშირებს. 615-ით არის გაზრდილი  გადასატან ყუთზე ამომრჩეველთა რაოდენობაც.  

საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების დარიგება დაიწყო ქობულეთშიც. მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში არსებული 65 უბანი უნდა აღიჭურვოს საჭირო ინვენტარით, მათ შორის შშმ პირებისთვის ბრაილის შრიფტითა და გამადიდებელი ლუპებით. ეტლით მოსარგებლეთათვის უბნებზე იქნება სპეციალური კაბინები. მუნიციპალიტეტში  რეგისტრირებულია 68 065 ამომრჩეველი.გადასატან ყუთებზე რეგისტრირებულთა რაოდენობა 1538 . საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით შშმ პირთათვის 65 -დან მხოლოდ 33 ია ადაპტირებული შშმ პირებისთვის.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი