აჭარის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უმაღლესი საბჭოდან უკან აჭარის მთავრობაში გადაიგზავნა. დეპუტატებს პროექტთან დაკავშირებით 25 შენიშვნა აქვს, მათგან 12 საფინანსო კომიტეტს ეკუთვნის, კომიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის ნაგავზიდი და არხმწმენდი ტექნიკის შეძენას ითხოვს, აგრარული კომიტეტის რეკომენდაციით, გარემოსდაცვის სამმართველომ დამატებით ტექნიკა უნდა შეიძინოს, ასევე უნდა გაიზარდოს ტყისმცველების რაოდენობა.
ჯანდაცვის კომიტეტი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტექნიკის აღჭურვისთვის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას ითხოვს. როგორც საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, ოფიციალურად შენიშვნები არ წარმოუდგენია ოპოზიციას. მთავრობამ ბიუჯეტის ჩასწორებული პროექტში უმაღლეს საბჭოში ორი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს.