პოლიციამ 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

26 ნოემბერი 2018, 00:00 1984 ნახვა

სამართალდამცველებმა ორ კვირაში 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ისინი თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, გარდაბანში, კასპისა და მარნეულის რაიონებში აიყვანეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალება ''ჰეროინს'' სისტემატურად ყიდდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 13 შეკვრად დაფასოებულ ნარკოტიკებთან ერთად, ამოღებულია მცირე კალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღი.  

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიციამ დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელა საკონტროლო შესყიდვა, რისი დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერებიც არსებობს. 

შვიდივე ნარკორეალიზატორს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებას ედავება. დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 93 პირი დააკავეს. 11 თვის განმავლობაში ამოღებულია: 33 კილოგრამი „ჰეროინი“, 3 კილო და 500 გრამი „კოკაინი“, 11 ათასი აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3 კილოგრამამდე „მდმა“, ასევე, 1კილო და 500 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი