ოპოზიციის ბრალდება და საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხი

24 ნოემბერი 2018, 00:00 1539 ნახვა

ოპოზიციის ბრალდებებს, არჩევნების გაყალბების ახალ სქემასთან დაკავშირებით ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქელაძე გამოეხმაურა. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება სპეციალურ სიებთან დაკავშირებით უსამართლოა, რადგან სპეცსიებს არა ცესკო, არამედ ის უწყებები ადგენენ, ვინც იცის, რომ მათი თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის გამო, რეგისტრაციისგან განსხვავებულ მისამართზე იქნებიან. საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, ისინი შედიან სპეციალურ სიაში, რომელსაც, არჩევნებამდე არაუგვიანეს მესამე დღისა, ანუ 25 ნოემბერს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამგორის საარჩევნო ოლქში შექმნილია სპეციალური სიები, რომლებიც პირველ ტურთან შედარებით გაზრდილია 1329 პოლიციელითა და სამხედრო მოსამსახურით. მისივე თქმით, ცესკო ცდილობს სამგორის საარჩევნო ოლქი კონტროლირებადი ხმებით დააბალანსოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი