ბათუმში ამოტუმბვითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა 

23 ნოემბერი 2018, 00:00 1531 ნახვა

ბათუმში დილიდან აღარ წვიმს.  ქალაქის რამდენიმე ქუჩა გუშინ ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. პრობლემა შეექმნა ძირითადად ე.წ. ჭაობის დასახლება,ს ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებლებს,. აქ ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე ქუჩის დატბორვა  იმან განაპირობა, რომ დასახლებაში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და  უხვი ნალექის გატარება შესაბამისად ვერ მოხერხდა. აღნიშნულ დასახლებაში  მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის რეაბილიტაცია  მომავალ წელს  უნდა დასრულდეს.    პარალელურად შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით , იწმინდებოდა ზღვაში გასასვლელი სანიაღვრე არხები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი