პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. 28 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს ცესკოს წევრებთან ერთად საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 2 და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების 12 წარმომადგენელი დააკვირდება. საერთო ჯამში თბილისის 6 სტამბაში 3 ათას 705 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 3 მილიონ 278 ათას 450 ბიულეტენი. ბიულეტენები დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზეც.