მუქარისა და ზეწლის 40 ფაქტი - პირველიდან მეორე ტურამდე პერიოდის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა „სამართლიანმა არჩევნებმა“

21 ნოემბერი 2018, 00:00 1441 ნახვა

მუქარისა და ზეწლის 40 ფაქტი - პირველიდან მეორე ტურამდე პერიოდის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა „სამართლიანმა არჩევნებმა.“ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ტენდენცია შემაშფოთებელია. საუბრობენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სავარაუდო მოსყიდვის მცდელობასა და დაპირისპირებაზე.

ანგარიშში მოხვდა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანისთვის პრობლემური ვალის ჩამოწერის შესახებ დაპირებაც, ასევე სავარაუდო დაშინების და პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის ფაქტები, მათ შორის საუბრობენ ხულოში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ პოზიციის დატოვების თაობაზე, ასევე ბათუმში კარდაკარის დროს, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების ხელში არსებული ისეთი ინფორმაციის შესახებ, რომელიც წესით მათ არ უნდა ჰქონოდათ. რა რეკომენდაციები აქვს ორგანიზაციას და რას პასუხობენ მას ადრესატები? 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში