ქედის ბიუჯეტი გაიზარდა

29 ივლისი 2016, 00:00 3445 ნახვა

140 ათასი ლარით გაიზარდა ქედის ადგილობრივი ბიუჯეტი. კორექტირება ქონების გადასახადის წლიური გეგმის გადაჭარბებამ გამოიწვია. გაზრდილი ბიუჯეტიდან შპს ქედის კომუნალურ სერვისს დაემატა 15 ათასი ლარი, ასევე ქედის “წყალკანალს” 14 ათასი ლარი, 47 ათას ექვსას ლარი დაემატა აიპი ქედის ბაგა ბაღს, რომლითაც დაგეგმილია ორი ახალი ბაღის მშენებლობა. ადგილობრივ ბიუჯეტს კორუფციული უწოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ   და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ოპონენტთა პროტესტი უსაფუძვლოდ მიაჩნია ქედის საკრებულოს თავმჯდომარეს.

ამავე კატეგორიაში