ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მას 12 ნეკნი აქვს მოტეხილი. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. უწყების ცნობით, დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.