გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდა ვერ ხერხდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით გარემოს ეროვნული სააგენტოსგან მიღებული ცნობით, გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
დეპარტამენტის ცნობით, ზვავსაშიშროების დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან ერთად აკრძალულია მძიმე ტექნიკით გზის წმენდაც.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მგზავრებს, დაემორჩილონ მათი უსაფრთხოებისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და ზვავსაშიშროების დროს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისგან.