სამი დღის განმავლობაში სარფის საბაჟო შეფერხებით იმუშავებს

13 ნოემბერი 2018, 00:00 1740 ნახვა

საბაჟო გამშვები პუნქტ ,,სარფის“,თურქეთის მხარეს, შეზღუდვა ამ დროისთვის მოხსნილია. შეფერხება მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იყო. თუმცა, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გვეუბნებიან ხვალ და ზეგ 12:00 საათიდან 15:00 საათამდე საბაჟო პროცედურები კვლავ  შეჩერდება.

 სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი  ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს.  

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი