რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უმაღლესი საბჭოს წევრსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი მთავრობის ადმინისტრაციაში შესვლას დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ითხოვდა. მისი განცხადებით, იმ მომენტისთვის მთავრობის შენობაში იმყოფებოდა სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეები.