ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა

10 ნოემბერი 2018, 00:00 1680 ნახვა

ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ ადამიანებს პოლიციამ არ მისცეს კარვის დადგმის საშუალება, არის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა. „ჩვენ არაერთგზის გვაქვს დაფიქსირებული, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შეუზღუდავი უფლება ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელი არ ეშლება ტრანსპორტის მოძრაობას, შეუძლიათ გაშალონ კარავი და თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იმ ფორმით, რასაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ.

შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, რომ ამ ადამიანებს პოლიციამ არ მისცეს კარვის დადგმის საშუალება, არის გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვა. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს სახელმწიფომ მისცეს საშუალება, რომ გამოხატოს პროტესტი იმ ფორმით, რასაც ის თვლის საჭიროდ, თუკი არ არღვევს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რასაც ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ჰქონდა ადგილი. ამ შემთხვევაში, თუნდაც საახალწლო ღონისძიების გამართვა არ არის ის ლეგიტიმური მიზანი, რითიც ჩვენი მოქმედი კანონდებლობით შეიძლება შეიზღუდოს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი