დღეს ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი ამერიკული დოლარი შეისყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2 ლარი და 72 თეთრი შეადგინა.სპეციალისტების თქმით ასეთი ნაბიჯის გადადგმას უარყოფითი შედეგები მოჰყვება, დღეს სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარის ყიდვა 2 ლარად და 70 თეთრადაა შესაძლებელი.
მოსახლეობა პროდუქტებზე ფასების ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებს და აღნიშნავენ რომ ეროვნული ვალუტის რამდენიმე თეთრით გამყარება ფასებზე დადებითად ვერ აისახება.ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განმარტებით, ლართან დაკავშირებული აჟიოტაჟი ოპოზიციის რიტორიკითაა გამოწვეული, მინისტრი ირწმუნება, რომ ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება. ეროვნული ბანკის განცხადებით ხვალ ლარის კურსი 2 ლარი და 71 თეთრი იქნება.