ბათუმის ესტაკადაზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

08 ნოემბერი 2018, 00:00 1907 ნახვა

ბათუმის ესტაკადაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება. ქალაქის მიმართულებით მოძრავი მანქანები ალტერნატიული შემოვლითი გზით ისარგებლებენ, აღნიშნულის შესახებ კი მძღოლებს ინფორმაციას საპატრულო ეკიპაჟები მიაწვდიან. ისინი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობას დაარეგულირებენ. 

შეზღუდვები 9 ნომერის 09:00 საათამდე გაგრძელდება. გზის ნაწილი ესტაკადაზე მიმდინარე სამუშაოების გამო ჩაიკეტა. 

ინფორმაციას ​შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში