28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით პირველი ტურის არჩევნების შედეგები შეჯამებულია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, განისაზღვრა მეორე ტურისთვის საჭირო საარჩევნო ღონისძიებები და შესაბამისი ვადები., საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი საკონსულო რეგისტრაცია და ვერ მიიღეს 28 ოქტომბერს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა, მათ 11 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საკონსულოებს. შესაძლებელია ასევე ელექტრონულად გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია.