თამარა მეარაყიშვილს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინეს

06 ნოემბერი 2018, 00:00 1384 ნახვა

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ცნობით, მის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ მორიგი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამ ეტაპზე უცნობია, რა საკითხზე აღძრეს საქმე. 2018 წლის 12 ივნისს დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ,მეარაყიშვილს უკვე წარუდგინა ბრალი  რუსეთის  სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. თუმცა მტკიცებულებების არადამაჯერებლობის გამო სასამართლომ მაშინ საქმე განხილვაში არ მიიღო. სისიხლის სამართლებრივი დევნის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი