ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 დეკემბერს გაიმართება

06 ნოემბერი 2018, 00:00 1202 ნახვა

ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის თარიღად 2018 წლის 14 დეკემბერი განისაზღვრა. სხდომაზე ბრალდების მხარეს აღკვეთის ღონისძიება არ მოუთხოვია.სხდომას ზაზა სარალიძე საკუთარ ადვოკატთან ერთად ესწრებოდა.

ის 26 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ინციდენტის დროს ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა. დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ სარალიძეს პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცეს. სარალიძეს პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რომელიც 4 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი