სოფელ კვირიკეში მცხოვრები ჯინჭარაძეეების ოჯახი უკვე 10 წელია დახმარებას ითხოვს

06 ნოემბერი 2018, 00:00 1552 ნახვა

 სოფელ კვირიკეში მცხოვრები ჯინჭარაძეეების ოჯახი უკვე 10 წელია დახმარებას ითხოვს. სახლი მეწყერმა დააზიანა.საძირკველს აზიანებს მდინარის წყალიც, რომლის ადიდებისას ეზო იტბორება. ოჯახს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ცხოვრობს, სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. ჯინჭარაძეები  ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ, რისთვისაც  მათი თქმით,  განცხადება მერიაში არაერთხელ დაწერეს.  უწყებაში  ჯინჭარაძეების განცხადებას ვერ პოულობენ. ქალაქის მერის თქმით,  ფერდსამაგრი სამუშაოები უკვე  63 ადგილას დასრულდა,  42-ზე კი მიმდინარეობს,  მომავალი წლისთვის 142 პროექტია  შესყიდული. მირიან ქათამაძის განცხადებით, უწყება  ჯინჭარაძეების ოჯახის მდგომარეობას შეისწავლის, ამისთვის კი ჯინჭარაძეებმა თვითმმართველობას წერილობით განმეორებით უნდა მიმართონ.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი