ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის ცემის საქმეზე წარედგინა

06 ნოემბერი 2018, 00:00 1378 ნახვა

ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა. მანამდე  კი ფარცხალაძე  ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში “საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში” იმყოფებოდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ  კლუბში მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. მოგვიანებით აღნიშნული ინციდენტის ვიდეომასალაც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს ფარცხალაძე თორდიას

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი