ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეების ბარგში აღმოაჩინეს. ისინი საზღვარზე მედიკამენტების უკანონოდ შემოტანას ცდილობდნენ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 208 კაფსულა ფსიქოტროპული და 27 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი ამოიღეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 7 განყოფილებას გადაეცა.