ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარი 2,72 თეთრი ღირს. სავალუტო ჯიხურებში ფასი 2 ლარსა და 74 თეთრს აღწევს, კომერციულ ბანკებში კი მისი ღირებულება უფრო მეტია და 2 ლარი და 76 თეთრია.
მოქმედი კურსი ეროვნულმა ბანკმა 3 ნოემბერს დაადგინა, ახალი კურსი კი დღეს 17 საათზე გახდება ცნობილი. რაც შეეხება ევროს, ოფიციალური მონაცემებით, კურსი 3 ლარი და 11 თეთრია.