ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება

28 ივლისი 2016, 00:00 3439 ნახვა

''უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება'' - განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ამ მიმართულებით 65 მილიონი დოლარის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორციელდება. მთავრობის სხდომაზე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილისგან მოისმინეს. მისი თქმით, 2017 წელს საქართველო რაგბიში მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს, ასევე ხელბურთისა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს, რის გამოც  ქვეყანას ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება აქვს.

ამავე კატეგორიაში