რომელი პარტია, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს?

02 ნოემბერი 2018, 00:00 1337 ნახვა

არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს „რესპუბლიკური პარტია.“ ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც იცით „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს უჭერენ მხარს „ევროპული საქართველოს“ წევრები.

გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაზე კი უარი განაცხადეს შალვა ნათელაშვილმა და დავით უსუფაშვილმა. დღესვე საკუთარი გადაწყვეტილება გაასაჯაროვა „პატრიოტთა ალიანსმა“ - ისინი მხარს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს  დაუჭერენ.

ამავე კატეგორიაში