აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე მრავალფუნქციური ტექნიკის გადაცემა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივები სათიბი მოტობლოკების შეძენას 30%იანი თანადაფინანსებით შეძლებენ. ტექნიკა შუახევისა და ხულოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე გადანაწილდება. სულ გათვალისწინებულია 214 ერთეული.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            