დღეს „დინამო“ ბათუმი ქობულეთის შუქურას შეხვდება

02 ნოემბერი 2018, 00:00 1669 ნახვა

დღეს ეროვნული  ლიგა 2 - ის 30-ე ტურში „დინამო“ ბათუმი ქობულეთის შუქურას შეხვდება. გუნდებს რადიკალურად განსხვავებული სატურნირო მიზნები აქვთ, ბათუმელები  ცხრილში პირველ ადგილზე არიან და ეროვნულ ლიგაში გადასვლასთან რამდენიმე მოგება აშორებთ

. შუქურას მიზანი კი ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებაა. მატჩი 18:00 საათზე ანგისის საფეხბურთო ბაზაზე დაიწყება. თამაშს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც მთავარი 18 საათზე ეთერში არ გავა.  მოკლე საინფორმაციო დაიჯესტი კი მატჩის შესვენების დროს გავა ეთერში

ამავე კატეგორიაში