10 წლიანი პატიმრობა დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის

31 ოქტომბერი 2018, 00:00 1697 ნახვა

 ბათუმის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მტკიცებულებების გაზიარების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა,  ბრალდებული უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით  -  ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.  სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ბათუმში  ამოიღეს. დაკავებულს   აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი