17 საათზე განიხილავენ საჩივრებს ხელვაჩაურის 81-ე ოლქშიც. 7 საჩივარი ძირითადად პროცედურულ დარღვევებზე შევიდა. მათგან ხუთი ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო თითო სამართლიან არჩევნებს და საიას ეკუთვნით. 1 საჩივარი შევიდა ქედის საოლქო კომისიაში, 15 საჩივარი უნდა განიხილონ ქობულეთის ოლქში, მათგან 7 არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა დაწერეს. საჩივარი არ დაწერილა ხულოს 84-ე ოლქში.