იმოქმედე სიმართლისთვის — პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია მისი დაკავების შემდეგ დაიგეგმა

26 ოქტომბერი 2018, 00:00 1552 ნახვა

იმოქმედე სიმართლისთვის — ამ სლოგანით პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია დაიწყო 2 საათის წინ. ორგანიზატორებმა შეკრება მას შემდეგ დაგეგმეს, რაც სარალიძე და მისი ორი მხარდამჭერი სამართადამცველებმა დააკავეს. შსს-ს ცნობით იგი პოლიციელებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამოა დაკავებული. სარალიძემ სამართალდამცველების მიმართ აგრესია იმის გამო გამოხატა, რომ მას კარვის გაშლის უფლება კიდევ ერთხელ არ მისცეს. იგი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, რადგან დაკავების შემდეგ შეუძლოდ გახდა. ცნობისთვის სარალიძე და მაჩალიკაშვილი  პარლამენტის შენობასთან 46 დღეა შვილების მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვენ. აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრები. აქციაზე იმყოფება ზაზა სარალიძის დედა. სწორედ მან მიმართა მოქალაქეებს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი