აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდა. ლევან გორგილაძემ 2016 წლის პროგრამების შესახებ ისაუბრა. პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობა სამინისტროსგან მოითხოვდა მეტ კომუნიკაციასა და ინფორმირებულობას ჯანდაცვის სფეროში არსებული პროგრამების შესახებ. შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტთან არსებული “ქალთა ოთახის”ორგანიზებით გაიმართა.