„ტრანსსასაზღვრო რეგიონული და ოპერაციული წვრთნა საკონტროლო მიწოდებაში“- საერთაშორისო სწავლებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ. სწავლების მიზანია საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მონაწილე ქვეყნების სამართალდამცველების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. საერთაშორისო სწავლება ითვალისწინებს რეალურ დროში ოპერატიული ღონისძიების სიმულირებას, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების ფორმირებას უცხოელ პარტნიორებთან ერთად. სწავლება თბილისში დაიწყო, ამჟამად სომხეთში მიმდინარეობს და 26 ოქტომბერს საქართველოში, აჭარის ტერიტორიაზე დასრულდება.