25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში კი ძლიერი.
მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში. ზღვაზე მოსალოდნელია 5 ბალიანი შტორმი.
ხვალ და ზეგ სანაპირო კურორტებზე დათბება და ტემპერატურა 26 გრადუსს მიაღწევს. 26 ოქტომბერს კი, 12-14 გრადუსით დაიკლებს.
დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში +10,+15 გრადუსი დაფიქსირდება.
რთული მეტეოპირობების გამო, შესაძლოა განვითარდეს ეროზიული პროცესები, მდინარეებზე წყლის დონის მკვეთრი მომატება და უეცარი წყალმოვარდნები.