ხულოს ახალგაზრდულ ცენტრში არსებული მდგომარეობა იყო ,,ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგის თემა. კახა დეკანაძე ამბობს, რომ არსებული ტექნიკა გაუმართავია, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურაც. ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ტექნიკა ზამთარში ელექტროენერგიის გაუმართაობის გამო დაზიანდა. ახალი ინვენტარის შესაძენად მალე ტენდერი გამოცხადდება, კოსმეტიკური რემონტისთვის კი მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.