შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მართლწესრიგის ორმოცმა ოფიცერმა პოლიციელის ფიცი დადო. ისინი ღია კონკურსის, ტესტირების, გასაუბრებისა და ფიზიკური მომზადების შემოწმების შედეგად შეირჩნენ და მომავალი 5 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური მომზადების კურსს გაივლიან.
მართლწესრიგის ოფიცერი ორიენტირებულია პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაზე, დანაშაულისა და სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით.