გენო პეტრიაშვილმა გამარჯვება შინდისის გმირებს მიუძღვნა

22 ოქტომბერი 2018, 00:00 2128 ნახვა

 ბუდაპეშტში  გრძელდება  მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში. ავთანდილ კენჭაძის  შემდეგ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ქართულ გუნდს მეორე მედალი,- თუმცა ამჯერად ოქროს გენო პეტრიაშვილმა მოუტანა. რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა, რომელიც 125 კგ. წონით  კატეგორიაში ასაპრეზობს უნგრელ, რუს და ირანელ მეტოქეებს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სძლია და ფინალშიც დამაჯერებლად  ჩინელი ჟივეი დენგი დიდი ანგარიშით  6:0  დაამარცხა.

პეტრიაშვილი  უკვე ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გენომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან გააკეთა კომენტარი. მისი გამარჯვება შინდისის გმირების ხსოვნას მიუძღვნა. დღეს ბრინჯაოს მედლისთვის დავით მარსაგიშვილი და დავით ხუციშვილი იჭიდავებენ. მეოთხედფინალშია  ელიზბარ ოდიკაძე და ზურაბ იაკობაშვილი. 24 ოქტომბრიდან  სპორტსმენებს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე  ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შეუერთდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი