საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. რუსმა სამხედროებმა ისინი სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავა.
მათი დაკავების შემდეგ, როგორც სუს-ში განაცხადეს, ამოქმედდა ცხელი ხაზი და მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.