ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის ხვალ საზღვარგარეთ ოპერაციას გაუკეთებენ. ამასთან დაკავშირებით ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში მეუფე მიტროპოლიტ დიმიტრის გამოჯანმრთელებისთვის ეპარქიის სამღვდელოება ღამისთევით წირვას აღავლენს.
როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული მეუფე დიმიტრი რიგით მეხუთე ოპერაციას იკეთებს.