ინციდენტი ბათუმის „დინამოს“ 16 წლამდელთა გუნდის, სამეგრელოდან ბათუმში დაბრუნებისას. „დინამოს“ დირექტორის ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება გუნდის მწვრთნელსა და სამარშრუტო ტაქსის მძღოლს შორის მოხდა, რამაც მათი გადაადგილება შეაფერხა. არჩილ ბოლქვაძე აცხადებს, რომ მომხდარის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა მწვრთნელი და ტენდერით შერჩეული სამარშრუტო ტაქსის მძღოლი. იგი ბავშვებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
როგორც „მთავართან“ ერთ-ერთი სპორტსმენის მშობელი ყვება, ინციდენტისას ბავშვებს ფიზიკურად არავინ შეხებია. ედნარ მიქელაძის თქმით, მოზარდების მონაყოლის მიხედვით დაპირისპირება მხოლოდ მძღოლსა და მწვრთნელს შორის მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება არ შესულა.