რეზერვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ.
საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, თავდაცვის მინისტრმა უშუალოდ დაათვალიერე და შეაფასა გარემონტებული ინფრასტრუქტურა, სადაც რეზერვისტები იმსახურებენ.