სტაბილურია ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 21 წლის ახალგაზრდა „მედ - ცენტრში“ მკურნალობს. თვითმხილველების თქმით,პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.