მაღალმთიან აჭარაში ნივრის სათესლე მასალის გაცემა დაიწყო. ფერმერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამით იგი 30% თანადაფინანსებით გადაეცათ. შეღავათით რეგიონის ყველა ფერმერი ისარგებლებს. ჯამში 48 ტონა ნივრის სათესლე მასალა დარიგდება, ასევე ფერმერები სასუქებსა და ჰერბიციდებს მიიღებენ.