ქობულეთში ქანდაკების საერთაშორისო პლენერი გაიხსნა

18 ოქტომბერი 2018, 00:00 2470 ნახვა

ქობულეთში ქანდაკების საერთაშორისო პლენერი გაიხსნა. მოქანდაკეებმა თანამედროვე სტილის სკულპტურები ცენტრალურ პარკში ღია ცის ქვეშ უნდა გამოკვეთონ. 10 მოქანდაკიდან 2 ლატვიელი ხელოვანია.

სკულპტურები საბოლოო სახეს 10- დღეში მიიღებს და დასრულების შემდეგ საჩუქრად ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. ქანდაკებები ქალაქის სხვადახსვა ტერიტორიაზე განთავსდება. ღონისძიება აჭარის განათლების სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში