აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩაბეტონებასთან დაკავშირებით კრიტიკას არ იზიარებს

15 ოქტომბერი 2018, 00:00 4178 ნახვა

ინვესტიციები, ქაოსური მშენებლობები და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი-ამ საკითხებზე ისაუბრა გადაცემა „კვირის მთავარში“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მშენებლობებთან დაკავშირებული განცხადებების გაკეთება ემოციურ ფონზე  დაუშვებელია - ასე აფასებს ბათუმის ჩაბეტონების წინააღმდეგ გამოთქმულ პროტესტს თორნიკე რიჟვაძე. იგი არ იზიარებს სამოქალაქო საზოგადოების პათოსს, ბათუმის ქაოტურ განაშენიანებასთან დაკავშირებით.

წამყვანს შეკითხვები ჰქონდა  ცათამბჯენების, ბათუმის ისტორიული განაშენიანების საზღვრების შეცვლისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებითაც, თუმცა მთავრობის თავმჯდომარე არც ერთ საკითხზე, სამოქალაქო საზოგადოების განწყობებს არ იზიარებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, როგორც მოქალაქეს და მთავრობის თავმჯდომარეს, შეკითხვები აქვს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც მწვანე კონცხზე, 2 ჰექტარ ტერიტორიას, რეკრეაციული ზონის სტატუსი მოეხსნა.

ინტერვიუს დასასრულს, გადაცემის წამყვანმა, მთავრობის თავმჯდომარეს, იმ კორპუსების ფოტოები გადასცა, რომელზეც ქაოსური მშენებლობებია  ასახული. მთავრობის თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ დაზარალებულ მოსახლეობას, რომლებიც მზის და ხედის გარეშე არიან დარჩენილები აუცილებლად  შეხვდება.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში