მწვანე კონცხთან დაკავშირებით კითხვები მეც მაქვს - თორნიკე რიჟვაძე

15 ოქტომბერი 2018, 00:00 3235 ნახვა

მწვანე კონცხზე 28 სართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც აქვს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია. 

''ჩვენთვის, პოლიტიკური გუნდისთვის ქალაქის ინტერესი მნიშვნელოვანია. კითხვები გვაქვს ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით'' - თქვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თორნიკე რიჟვაძემ

მწვანე კონცხზე, ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთს რეკრეაციული ზონის სტატუსი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეუცვალეს. ინიციატივით კი საკრებულოს ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ მიმართა. ტერიტორიაზე ორი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. საზოგადოება შიშობს, რომ ეს ტენდენციად იქცევა და მწვანე კონცხის ჩაბეტონებაც დაიწყება. 

გადაწყვეტილება ბათუმელებმა და საზოგადოება "ბათომმა" ქუჩის აქციით გააპროტესტეს. 

#არაჩაბეტონებას  ამ ლოზუნგით შეიკრიბნენ ერას მოედანზე და მერიას მოუწოდეს შეაჩეროს სანაპირო და რეკრეაციულ ზონაში მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა. ასევე, ბათუმის ქაოტურად განაშენიანება, რომლის გამო ქალაქის მცხოვრებლების დიდ ნაწილს ზღვის ხედი და პირდაპირი მზის სხივები დაეფარა, ნაწილს კი ფანჯრები და აივნები, რამდენიმე სანტიმეტრში, მომიჯნავედ აგებულმა კორპუსებმა ამოუქოლა.  

ალაქის მერმა  აქციის ორგანიზატორებს არაკომპეტენტურები უწოდა და მიიჩნია. ლაშა კომახიძეს მიაჩნია, რომ  აქცია, შესაძლოა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ყოფილიყო.  

 

ფოტო:რადიო თავისუფლება

ამავე კატეგორიაში