უკრაინელები ეკონომოკური გაფორმების ზონების მუშაობას ეცნობიან

26 ივლისი 2016, 00:00 3284 ნახვა

უკრაინის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში საბაჟო გამშვები პუნქტებისა და ეკონომიკური გაფორმების ზონებს ეცნობა. პარტნიორი ქვეყნის მაღალჩინოსნებმა გაცნობითი ვიზიტი ქალაქში სარფის საბაჟოდან დაიწყეს. სატვირთო, მსუბუქი მანქანების, ავტობუსებისა და ფიზიკური პირების საზღვრის გადაკვეთის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მათ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ და საბაჟოს თანამშრომლებმა მიაწოდეს. დელეგაციის წევრებმა უკვე დაათვალიერეს ადლიის ეკონომიკური გაფორმების ზონა მოგვიანებით ისინი პორტის გეზში გადაინაცვლებენ. ისინი დღესვე ბათუმში დაათვალიერებენ იუსტიციის სახლს და ერთი ფანჯრის პრინციპს გაეცნობიან, რის შემდეგაც ფოთში გაემგზავრებიან, სადაც პორტის ეკონომიკური გაფორმების ზონებს დაათვალიერებენ. საბოლოდ კი ინფორმაციას, რომელსაც საქართველოში მიიღებენ უკრაინულ პრაქტიკაში დანერგავენ. საქართველოში ეკონომიკური გაფორმების ზონები 2010 წლიდან მოქმედებს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი